[:en]In 1905, the Gurians declared their own republic. On the Nasakirali Pass, you will see the Nasakirali Battle Monument. On October 16, 1905, the revolutionary people stopped the Ozurgeti garrison, which was returning from Chokhatauri to Ozurgeti between the mountains of Nasakirali and Tskhawatas. After the fight, the social-democratic Republic of Guria backed the social movement, which was the highest point of the social movement, which started in Guria in 1901. This social movement comprised of different layers of society: peasants, workers, teachers, and even priests.
For many years, Gurian peasants were engaged in revolutionary activities: they organized arms illegally, created military groups, used terrorism and violence, were engaged in educating, organizing villages, and writing illegal political literature, boycotting landlords, and holding rallies.
In the early 1900s, the peasant leaders of this social movement of Guria were: Benia Chkhikashvili, Tedo Kikvadze, Isidore Ramishvili, Noe Ramishvili, Liza Bolkvadze, Silibitro Jibladze, Noe Tsintsadze, Gerasimi Makharadze and Noe Khomeriki. They later founded first democratic republic of Georgia.
The Nasakirali struggle was a minor clash in which only two people were killed. Rebels sacked a garrison on its way Ozurgeti, so the Nasakirali monument is a reminder of our struggle for primacy and social equality.[:ka]ყველას გაუგია ამბავი, რომ 1905 წელს გურულებმა საკუთარი რესპუბლიკა. ნასაკირალის ბრძოლის მონუმენტს იხილავთ ნასაკირალის უღელტეხილზე. 1905 წლის 16 ოქტომბერს რევოლუციურად განწყობილმა ხალხმა ნასაკირალისა და ცხავათას მთებს შორის გასასვლელი ჩაუკეტა ოზურგეთის გარნიზონს, რომელიც ჩოხატაურიდან ოზურგეთში ბრუნდებოდა. სწორედ ამ ბრძოლის გამართვის შემდეგ გამოაცხადეს გურიის მხვნელ-მთესველთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს იყო უმაღლესი წერტილი იმ სოციალური მოძრაობისა, რომელიც გურიაში 1901 წელს დაიწყო, რომელშიც ჩართული იყო საზოგადოების სხვადასხვა ფენა: გლეხი, მუშა, მასწავლებელი, მღვდელიც კი.
წლების განმავლობაში გურიის გლეხები ეწეოდნენ რევოლუციურ საქმიანობას: აწარმოებდნენ იარაღს არალეგალურად, ქმნიდნენ სამხედრო დაჯგუფებებს, მიმართავდნენ ტერორსა და ძალადობას, ეწეოდნენ საგანმანათლებლო მუშობას, აწყობდნენ ქოხ-სამკითხველოებს და შემოჰქონდათ არალეგალური პოლიტიკური ლიტერატურა, მემამულეებს უწყობდნენ ბოიკოტს, ატარებდნენ მიტინგებს, გამოდიოდნენ დრომოჭმული ტრადიციების წინააღმდეგ.
1900-იანი წლების დასაწყისის გურიის გლეხთა სოციალური მოძრაობის ლიდერები ბენია ჩხიკიშვილი, თედო კიკვაძე, ისიდორე რამიშვილი, ნოე რამიშვილი, ლიზა ბოლქვაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ცინცაძე, გერასიმე მახარაძე, ნოე ხომერიკი მოგვიანებით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების სათავეებთან იდგნენ.
ნასაკირალის ბრძოლა რეალურად მცირე შეტაკება იყო, რომელშიც მხოლოდ ორი ადამიანი დაიღუპა და უშედეგოდ დასრულდა, აჯანყებულებმა ალყა მოხსნეს და გარნიზონი ოზურგეთისკენ გაატარეს, ამიტომ ნასაკირალის მონუმენტი არა მხოლოდ ბრძოლის, არამედ უპირველესად თავისუფლებისა და სოციალური თანასწორობისთვის ბრძოლის სიმ- ბოლოდ გვამახსოვრდება.[:]
[:en]Republic of Guria[:ka]გურიის რესპუბლიკა[:]
Categories: