guriatourism.com [:en]Historical monuments[:ka]ისტორიული ძეგლები[:] [:en]Jumati Church[:ka]ჯუმათის ეკლესია[:]

[:en]Jumati Church[:ka]ჯუმათის ეკლესია[:]

[:en]Jumati Church[:ka]ჯუმათის ეკლესია[:] post thumbnail image

[:en]Jumati Church is recognized as a cultural monument of national importance and stands on the left bank of the River Supsa, almost 500 meters above sea level on a mountaintop. From the church’s courtyard, it’s possible to see a magnificent view of the wide horizon: Colchis Lowland, Caucasus, Paliastomi Lake, Adjara coastline.
Jumati Church is basilica-shaped and dates to the early feudal times. In 1847, the southern part of church and the gateway from the West were restored. Most of the frescoes in the cathedral were created in the XVI-XVIII centuries, however some of the frescoes were created in the XIX century.
Jumati has been a center for the Eparchy for centuries and a lot of wealth was kept here, especially valuable are the icons of the Archangels Michael and Gabriel. The ancient Gurians felt protected by these icons and each enamel was decorated with medallions. The icons were lost in the 1880s, and the medallions removed from these icons are kept in museums in Tbilisi, St. Petersburg, Paris, and New York.
There is a monastery near the church. According to legend, the “Pavlia Tribes” were sunk by the banks of Paliastomi Lake. Only one deacon, Darchia survived, who had taken the Archangel’s icon and hid in the mountain. Later on, the church was built in this place.[:ka]ჯუმათის ეკლესია, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურულ ძეგლადაა აღიარებული, დგას მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, გურიის სერის ერთ-ერთ თხემზე, ზღვის დონიდან თითქმის 500 მეტრზე. ეკლესიის ეზოდან თვალწინ იშალება ფართო ჰორიზონტზე გაშლილი დიდებული სანახაობა: კოლხეთის დაბლობი, კავკასიონი, პალიასტომის ტბა, აჭარის სანაპირო ზოლი.
ჯუმათის ტაძარი ბაზილიკის ფორმისაა და ადრეფეოდალური ხანით თარიღდება. 1847 წელს სამხრეთის მხრიდან ეკვდერი, დასავლეთიდან კი კარიბჭე მიუშენებიათ. ტაძარში არსებული ფრესკები XVI-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება. ფრესკების ნაწილი XIX საუკუნეში გადაუთეთრებიათ.
ჯუმათი საუკუნეების განმავლობაში ეპარქიის ცენტრს წარმოადგენდა და ძალიან ბევრ სიმდიდრეს ინახავდა. განსაკუთრებით ძვირფასი ყოფილა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატები. მათზე უძველეს გურიელთა შესახებ ცნობები იყო დაცული და თითოეული მინანქრის მედალიონებით იყო მორთული. ხატები 1880-იან წლებში დაიკარგა, ამ ხატებიდან მოხსნილი მედალიონები კი დღეს თბილისის, სანკტ-პეტერბურგის, პარიზისა და ნიუ-იორკის მუზეუმებშია დაცული.
ლეგენდის მიხედვით პალიასტომის ტბის გაჩენისას ტბაში ჩაძირულა მის ნაპირებზე მცხოვრები „პავლიას ტომი“. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, გვარად დარჩია, რომელმაც გაუტაცია მთავარანგელოზის ხატი და აუტანია მთაზე, სადაც მოგვიანებით ეკლესია ააშენეს, ხოლო დიაკვანი ტაძრის დეკანოზად დააყენეს.[:]

Related Post