[:en]Guria is not a region known for big rivers and waterfalls, however it may surprise some visitors that almost every village in Guria has a wonderful waterfall. In every village of Guria, there is at least one small river, (or “ghele”, as called by the locals). These small rivers in the Guria hills create small waterfalls and canyons. Some of them are very lovely and worth visiting.
In the middle of Guria, on the river Supsa, there are several small waterfalls in neighboring villages, for example Sakvikhia Canyon.
Three other waterfalls are worth visiting in the village of Lower Dzimeti, three miles east of the village of Kharakhamela. After crossing a bridge, you can cross the road in the middle of the crossroads and follow the path to the river. One does not have to be adventurous, as it is not difficult to find the waterfall from the river. The water is clear, and it is easy to find varieties of fish and crustaceans. Gradually, the canyon narrows and becomes a gorge where you can find a small waterfall, followed by a larger waterfall. If you cross the bridge, you will arrive at a main road and head left towards the center of the village, which is about a kilometer away. From here, you will come across a river with small waterfall with two cascades.
The village of Atsana has several interesting places in the canyon. A confluence of beautiful rivers: Atsaura, Aquana, Sazliana and Saqvakhia. Among them is the most beautiful shawl, where there is a refurbished staircase built to help you descend into the canyon.
Along with the waterfall in the village of Mamamti, you can see the former home of Eduard Shevardnadze. Shevardnadze was the First Secretary of Soviet Georgia (de facto leader) for 13 years and then served as the second president of Georgia, from 1992-2003. Shevardnadze’s uncle used to live in the old house, rehabilitating the yard and building new rooms. Currently, this house is still owned by Shevardnadze’s family but does not carry museum status, however the keys to the house are kept with neighbors and the property is accessible to anyone who would like to see it.[:ka]გურია ყველაზე ნაკლებად ასოცირდება დიდ მდინარეებთან და ჩანჩქერებთან. მაგრამ გაოცებული დარჩებით, როდესაც თითქმის ყველა სოფელში, აუცილებლად შეგხვდებათ საუცხოო სანახაობა – ჩანჩქერი. გურიის ყველა სოფელში მოდის სულ მცირე ერთი მცირე მდინარე, ანუ ღელე, როგორც ადგილობრივები უწოდებენ და გურიის გორაკ-ბორცვიან ლანდშაფტში მომდინარე ეს ღელეები დიდ ჩანჩქერებს არა, მაგრამ მცირე წყალვარდნილებსა და კანიონებს ქმნიან. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ლამაზია და მონახულებად ღირს.
გურიის შუაგულში, მდინარე სუფსის შუა წელში, მის მარჯვენა მხარეს მდებარე მეზობელ სოფლებში რამდენიმე მცირე ჩანჩქერია თავმოყრილი. აღსანიშნავია ერთ-ერთი, საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარე საქვიხიას კანიონი.
პირველი სამი ჩანჩქერი სოფელ ქვედა ძიმითშია. ხიდის გადაკვეთისთანავე გზაჯვარედინზე შუა გზას თუ დაადგებით 3 კილომეტრში შიდასასოფლო გზით მდიარე ხარხამელას მიადგებით. ამის შემდეგ მარშრუტი უშუალოდ მდინარის კალაპოტში გრძელდება, მაგრამ თუ ავდრების სეზონი არაა, მდინარის წყალმცირობის გამო კალაპოტში გადაადგილება რთული არ არის. წყალი სუფთა და გამჭვირვალეა, მასში იოლად გასარჩევია სხვდასხვა სახეობის წყლის ბინადრები (თევზები, კიბორჩხალები). თანდათანობით ხეობა ვიწროვდება და მის კანიონისებურ მონაკვეთს მიადგება, სადაც ჯერ მცირე ზომის ჩანჩქერი გვხვდება, ხოლო შემდეგ დიდი ჩანჩქერი.
თუ ხიდის გადაკვეთის შემდეგ მთავარ გზას გაჰყვებით, და სოფლის ცენტრში მისვლამდე მთავარი გზიდან მარცხნივ გადაუხვევთ, შიდა სასოფლო გრუნტის გზა კიკალომეტრზე ნაკლებ მანძილში პატარა ღელესთან მიგიყვანთ. აქედან უშუალოდ ღელეს აყვებით და ორ კასკადად ვარდნილ პატარა ჩანჩქერს მიადგებით.
აღსანიშნავია სოფელ აცანა, სადაც მდინარე აცაურას ლამაზ კანიონში რამდენიმე საინტერესო ადგილია ერთმანეთთან ახლოს, აკვანა, საჟლიანა და საქვიხია. მათ შორის ყველაზე ლამაზი საქვიხიაა, აქ კანიონზე ჩასასვლელი რკინის კაპიტალური კიბეა მოწყობილი.
ასევე, სოფელი ორაგვეს, სადაც სოფელში შესვლამდე მიადებით ჩანჩქერს ორაგვისღელის ერთ-ერთ მარჯვენა შენაკადზე.
სოფელ მამათში კი გარდა ჩანჩქერისა ედუარდ შევარდნაძის სახლსაც ნახავთ. შევარდნაძე საბჭოთა საქართველოს პირველი პირი იყო 13 წლის განმავლობაში, შემდეგ კი საქართველოს მეორე პრეზიდენტი. ჯერ კიდევ მის სიცოცხ- ლეში შევარდნაძის ბიძას ძველი სახლი ახალ ეზოში გადაუტანია, ხელახლა დაუდგამს და ახალი ოთახებიც მიუშენებია. ამ სახლს, რომელიც დღესაც შევარდნაძეების ოჯახის საკუთრებაა, მუზეუმის სტატუსი არ აქვს, მისი გასაღები მეზობლებთან ინახება და შესვლა და დათვალიერება ჯერჯერობით ყველასთვის შესაძლებელია.[:]