ავტორი: გიო კილაძე

დაიბადა 1966 წლის 22 ივნისს, ქალაქ ოზურგეთში. 1983 წელს დაამთავრა ოზურგეთის ნომერ მეორე საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თბილისის მენეჯერთა სკოლაში განაგრძო სწავლა. პარალელურად ასპირანტურაში ჩააბარა. 1998 წლიდან თბილისის მენეჯერთა სასწავლებელში „ბიზნესის საწყისებსა“ და „მარკეტინგის საფუძვლებს“ ასწავლიდა. 1994 წელს გამომცემლობა „მერიდიანი“-ს დირექტორად მიიწვიეს. 2004 წლიდან საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობს. ჰყავს მეუღლე და სამი ქალიშვილის.